შეთავაზება - ჯიპიაი ჰოლდინგი

შეიძინეთ ჯიპიაის ავტოდაზღვევა ონლაინ -100₾ ფასდაკლება

ისარგებლეთ mygpi.ge-ს ონლაინ პორტალით - აირჩიეთ ავტოდაზღვევის თქვენთვის სასურველი  პაკეტი - სრული ან ნაწილობრივი, გააქტიურეთ მოცემული პრომო კოდი B4BCLUB შესაბამის ველში და გაანაღდეთ 100 ლარი.

*100 ლარი ავტომატურად დააკლდება წლიურ პრემიას.

გამოთვალეთ ტარიფი

 

ისარგებლეთ ჯიპიაის ავტოდაზღვევის გამარტივებული სერვისებით:

  • დაზღვევის სრული, ონლაინ მომსახურება  - გააკეთეთ ავტოზარალის განაცხადი დისტანციურად მობილური აპლიკაციით GPIMobile და მიიღეთ ანაზღაურება ონლაინ mygpi.ge - ს მეშვეობით.
  • 1000 ლარამდე ზარალის ადგილზე ანაზღაურება
  • ავტოასისტანსი 24/7 - ავტოდაზღვევის ჯგუფის მომსახურება 24/7 - ავტოსაგზაო შემთხვევისას
  • საბურავის დაბერვა/გამოცვლა
  • საწვავის ადგილზე მიტანა
  • ევაკუატორის უფასო  მომსახურება
  • მანქანის დაქოქვა სპეციალური ხელსაწყოთი
  • ისარგებლეთ პოლისი ავტოკლასიკის უპირატესობებით არა მხოლოდ საქართველოში. დაზღვევა ასევე ვრცელდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში

კომპანიის შესახებ

ჯიპიაი ჰოლდინგი უკვე 16 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.  2017  წლის ბაზრის 9 თვის მონაცემების მიხედვით, კომპანია კვლავ სადაზღვევო ბაზრის ლიდერია და ბაზრის წილის 24%-ს ფლობს.

 

2006 წელს "ჯიპიაი ჰოლდინგი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრი გახდა, რაც კომპანიისათვის უდიდესი მიღწევა იყო, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ისე ევროპული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი ლიდერია როგორც საცალო, ისე კორპორაციული გაყიდვების ბაზარზე - მან ერთ-ერთმა  პირველმა შექმნა ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები როგორც ჯანმრთელობის, ისე ავტოდაზღვევის, ქონების, პასუხისმგებლობისა თუ სხვა მიმართულებით, ასევე, დაზღვევა საკრედიტო შენატანებისა და  მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

„ჯიპიაი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან დაზღვევის დიჯიტალიზაცია მოახდინა და მომხმარებელს  უფრო გამარტივებული და სწრაფი სადაზღვევო მომსახურების მიღების შესაძლებლობა მისცა. Mygpi.ge არის დაზღვევის პირველი  ონლაინ ოფისი საქართველოში. 

 

სამუშაო საათებში: 09:30 - 18:30

 

მისამართი: თბილისი, კოსტავას 67

ტელ: 2 505 111

info@gpih.ge / www.gpih.ge

გსურთ მიიღოთ
საუკეთესო შეთავაზებები?