პოგრამის შესახებ

"B4B - კლუბი" - ლოიალურობის პროგრამა „ჯეოსელის“ კორპორატიული აბონენტებისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ მხოლოდ თქვენთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები. თუ თქვენ სარგებლობთ „ჯეოსელის“ კორპორატიული მომსახურებით, ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე, ავტომატურად ხდებით პროგრამის მონაწილე. შეთავაზებების მისაღებად საჭიროა მხოლოდ პარტნიორ ობიექტში მისვლისას თქვენი „ჯეოსელის“ კორპორატიული ნომრიდან აკრიფოთ *777#OK. შედეგად მიიღებთ სპეციალურ კოდს, რომელსაც წარადგენთ გადახდისას და ადგილზევე ისარგებლებთ განსაკუთრებული, მხოლოდ თქვენთვის შექმნილი პირობებით პროგრამის პარტნიორ დაწესებულებებში.

გსურთ მიიღოთ
საუკეთესო შეთავაზებები?