ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია პროგრამის შეთავაზებებით სარგებლობა?

პროგრამის შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია „ჯეოსელის“ ნებისმიერ კორპორატიულ აბონენტს.

როგორ გავწევრიანდე პროგრამაში?

თუ თქვენ ფლობთ „ჯეოსელის“ კორპორატიულ ნომერს, ავტომატურად ხდებით პროგრამის მონაწილე. თუ არ სარგებლობთ “ჯეოსელის“ კორპორატიული მომსახურებით, პროგრამის გამოსაყენებლად საჭიროა თქვენი ნომერი ჩართოთ „ჯეოსელის“ კორპორატიულ ქსელში.

საჭიროა თუ არა რეგისტრაცია პროგრამის გამოსაყენებლად?

ვებ-გვერდზე რეგისტრაცია საჭირო არ არის, „ჯეოსელის“ კორპორატიული ნომრის მფლობელი პირები ავტომატურად ხდებიან პროგრამის მონაწილეები.

სად შემიძლია შეთავაზებებით სარგებლობა?

შეთავაზებებით სარგებლობა შეგიძლიათ ყველა იმ პარტნიორი კომპანიების ფილიალებში, რომლებიც მითითებულია შეთავაზებების გვერდზე.

როგორ ვისარგებლო შეთავაზებებით?

შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა თქვენი „ჯეოსელის“ კორპორატიული ნომრიდან აკრიფოთ *777#OK, რის შედეგადაც მიიღებთ შეთავაზების კოდს „B4B კლუბის“ სახელით და წარადგინოთ გადახდისას პარტნიორ ობიექტში.

შემიძლია თუ არა ერთი და იმავე შეთავაზებით რამდენჯერმე სარგებლობა?

ერთი და იმავე შეთავაზების გამოყენება შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით მანამ, სანამ ეს შეთავაზება განთავსებული იქნება პროგრამის ვებ-გვერდზე. პარტნიორ ობიექტში ყოველი ხელახალი ვიზიტისას საჭიროა აკრიფოთ *777#OK, რათა მიიღოთ ახალი ვალიდური კოდი და ისარგებლოთ შეთავაზებით.

დამჭირდება თუ არა სპეციალური ბარათის ქონა შეთავაზების მისაღებად?

პროგრამაში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო რაიმე ტიპის ბარათის აღება / გატარება. შეთავაზებების მისაღებად თან უნდა იქონიოთ მხოლოდ მობილური ტელეფონი და აკრიფოთ *777#OK.

ფასიანია თუ არა შეთავაზებების კოდის მისაღებად მოთხოვნის გაგზავნა და მიღება?

შეთავაზების კოდის გაგზავნა / მიღება უფასოა.

დროში შეზღუდულია თუ არა შეთავაზებებით სარგებლობა?

პროგრამა მოიცავს როგორც მუდმივ, ისე ცვალებად და განახლებად შეთავაზებებს. თითეული მათგანის მოქმედების ხანგრძლივობა მითითებულია შეთავაზების დეტალურ აღწერაში.

საჭიროა თუ არა პარტნიორი ობიექტების წინასწარ გაფრთხილება მომხმარებლის მიერ შეთავაზებით სარგებლობის შესახებ?

წინასწარი ინფორმირება შეთავაზებით სარგებლობის შესახებ საჭირო არ არის, კოდის წარდგენის შედეგად მომხმარებელი ავტომატურად, ადგილზევე იღებს მას. შესაძლოა საჭირო გახდეს წინასწარ შეტყობინება პროდუქტის / მომსახურების მისაღებად, თუ ეს კონკრეტული შეთავაზების გვერდზე იქნება მითითებული.

სად შემიძლია პროგრამაში ჩართული ყველა შეთავაზების ნახვა?

შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია პროგრამის ვებ-გვერდზე "შეთავაზებები" განყოფილებაში.

სად შეიძლება მივიღო დეტალური ინფორმაცია პარტნიორი კომპანიების შესახებ?

პარტნიორი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ კომპანიის შეთავაზების გვერდზე.

დაემატება ან შეიცვლება თუ არა მომავალში პროგრამის პარტნიორი კომპანიების შეთავაზებები?

პროგრამის პარტნიორი კომპანიების შეთავაზებები მუდმივად განახლებადი იქნება.

გსურთ მიიღოთ
საუკეთესო შეთავაზებები?