1.	ტერმინთა განმარტებები
1.1.	მხარე - პარტნიორი და/ან კომპანია ცალ-ცალკე
1.2.	მხარეები - პარტნიორი და კომპანია ერთად
1.3.	ურთიერთთანამშრომლობის პროექტის დასახელება - b4b კლუბი
1.4.	b4b კლუბი- ჯეოსელისა და პარტნიორის შეთანხმებით, პარტნიორი კომპანია სთავაზობს ჯეოსელის ნებისმიერ კორპორატიულ აბონენტს სპეციალურ ექსკლუზიურ ფასდაკლებას, რომლითაც ჯეოსელის საცალო (B2C) ან სხვა ქსელის აბონენტები ვერ ისარგებლებენ;
1.5.	კორპორატიული აბონენტი ან/და მომხმარებელი - იურიდიული პირი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული წერილობითი/ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
1.6.	პარტნიორის წარმომადგენლობის ადგილმდებარეობა (ადგილმდებარეობები) - ნებისმიერი მაღაზია, რეალიზაციის პუნქტი ან საქართველოში არსებული სხვა ნებისმიერი დაწესებულება (ბიზნეს სერვისები, კაფე-რესტორნები, გამაჯანსაღებელი ცენტრები და ა.შ), სადაც პარტნიორი გეგმავს მომსახურებით უზრუნველყოფას ან პროდუქტის/საქონლის გაყიდვას;
1.7.	კორპორატიული აბონენტის მონაცემები - ინფორმაცია რომელიც იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ასევე ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია „მომხმარებელთან“.
1.8.	კონფიდენციალური ინფორმაცია - ნებისმიერი სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და რომელიც ეხება მხარეებს, მათ ბიზნესს ან/და საქმიან ოპერაციებს (როგორც არსებულს, ასევე მომავალში წარმოებულს), რომლის შესახებაც მხარეებისათვის ცნობილი გახდა და რომელზეც მათ ხელი მიუწვდებათ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთობის შედეგად. ამ ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურია ასევე ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი მიაწვდის პარტნიორს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას.
1.9.	USSD კოდი მოთხოვნა - ჯეოსელის მიერ b4b კლუბის პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი სამ ნიშნა  ნომერი, რომელიც საშუალებას აძლებს მის კორპორატიულ აბონენტებს გააგზავნონ ტექსტური შეტყობინებები და პასუხად მიიღონ დასტურის და ფასდაკლების კოდი.
1.10.	კოდი - ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელი აგზავნის USSD მოთხოვნას. სისტემა ამოწმებს კორპორატიული აბონენტია თუ არა გამგზავნი და ავტომატურად ჯეოსელისგან მისდის ან უარყოფის ან დასტურის მესიჯი. ამასთან, დასტურის შემთხვევაში იღებს ჯეოსელისგან 8-ნიშნა კოდს, რომელსაც წარადგენს გადახდისას. კოდი ერთჯერადია და უნიკალურია თითოეული პარნტიორის დაწესებულებისთვის.
1.11.	ფასდაკლება - შეთავაზება შეიძლება იყოს როგორც ჩვეულებრივი ფასდაკლება, ასევე  2=1 ტიპის, განსხვავდება სფეროს და უშუალოდ მხარეთა ზეპირი ან/და წერილობითი შეთანხმებების მიხედვით,
1.12.	სარეკლამო მასალა - Facebook, SMS, სტიკერები, პოსტერები, მაგიდაზე განსათავსებელი სტენდები, ფლაერები, ბროშურები, პრომო ვიდეოები და სხვა, რაც შეიძლება, რომ გამოყენებულ იქნეს b4b კლუბის პროექტის ხელშესაწყობად.
1.13.	თანხმობა -  კორპორატიული აბონენტის მიერ, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მისი მონაცემების პარტნიორისათვის განსაზღვრული მიზნით გადაცემაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება.
1.14.	ვებ გვერდი -  www.club.b4b.ge
1.15.	ხელშეკრულება - მოიცავს როგორც ხელშეკრულებას, ისე  მის დანართებს
1.16.	თელია კომპანი -სატელეკომუნიკაციო სერვისების კომპანია, რომლის ჯგუფის წევრია ჯეოსელი.

2.	თანამშრომლობის საგანი და მიზნები
2.1.	პარტნიორი, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კისრულობს ვალდებულებას, კომპანიის მომხმარებლებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გაუწიოს ექსკლუზიური შეთავაზებები, კერძოდ, პარტნიორი კომპანია სთავაზობს ჯეოსელის ნებისმიერ კორპორატიულ აბონენტს სპეციალურ ექსკლუზიურ ფასდაკლებას, რომლითაც ჯეოსელის საცალო (B2C) ან სხვა ქსელის აბონენტები;ვერ ისარგებლებენ,
2.2.	წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებაზე ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელი სპეციალურად შემუშავებულ სამნიშნა USSD კოდზე აგზავნის მოთხოვნას, რის შედეგადაც იღებს ან უარყოფის ან დასტურის შეტყობინებას და ერთჯერად კოდს, რომელიც უნიკალურია თითოეული პარტნიორი დაწესებულებისთვის. მომხმარებელი კოდს წარადგენს გადახდისას, რის საფუძველზეც პარტნიორი ვალდებულია ჯეოსელის კორპორატიულ აბონენტ(ებ)ს მოემსახუროს ექსკლუზიური ფასდაკლებით.
2.3.	წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, პარტნიორი ჯეოსელის აბონენტებს გააცნობს b4b კლუბის პროექტის პირობებს (შემდგომში სქემას), კერძოდ, უზრუნველყოფს, რომ გაავრცელოს ინფორმაცია ჯეოსელის მიერ შეთავაზებული ფასდაკლების თაობაზე, აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიპოვონ კორპორატიულმა აბონენტებმა ფასდაკლება, ამასთან პარტნიორი ვალდებულია უზრუნველყოს სარეკლამო მასალის გავრცელება ადგილმდებარეობებზე.
2.4.	მხარეთა შეთანხმებით „ჯეოსელი“ უფლებამოსილია ამ პროექტის ფარგლებში მოახდინოს პარტნიორის რეკლამირება საკუთარი შეხედულებისამებრ, რასაც პარტნიორი ეთანხმება  და ადასტურებს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
2.5.	წინამდებარე  ხელშეკრულებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე.

3.	მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1.	კომპანია:
3.1.1.	უზრუნველყოს პროექტ b4b კლუბის ტექნიკური მხარდაჭერა,
3.1.2.	უფლებამოსილია მოსთხოვოს პარტნიორს ამ ხელშეკრულებითა და მისი დანართებით შეთანხმებული პირობების დაცვა.
3.2.	პარტნიორი:
3.2.1.	გააცნობს და შესთავაზებს ჯეოსელის კორპორატიულ აბონენტებს  პროექტ b4b კლუბის პირობები
3.2.2.	ჯეროვნად და მართლზომიერად შეასრულოს ამ ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული პირობები.
3.2.3.	მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად, მისი მოთხოვნილი დროის პერიოდში, გაუწიოს ჯეოსელის აბონენტს მომსახურება ჯეოსელის  შეთავაზების  მიხედვით.
3.2.4.	გაუწიოს მომსახურება კორპორატიულ აბონენტებს დროულად,  მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით.
3.3.	  ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მხარეთა სახელთან, გარდა ამ ხელშეკრულებისა და მისი დანართებით გათვალისწინებული შემთხვევისა, წინასწარ წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეათანხმონ მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებთან.
3.4.	მხარეები კისრულობენ ვალდებულებას შეუთანხმონ ერთმანეთს ნებისმიერი პირობები, რომელიც შეიძლება შეეხოს მეორე მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

4.	თანამშრომლობის მოქმედების ვადა
4.1.	თანამშრომლობა შეიძლება შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
4.1.1.	მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე
4.1.2.	ერთ-ერთი მხარის მიერ შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე წერილობითი შეტყობინებით, რაც გამოწვეულია მეორე მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების დარღვევით.
4.1.3.	კომპანიის მიერ, შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
4.1.4.	პარტნიორის მიერ, შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

5.	კონფიდენციალურობა
5.1.	მხარეები კისრულობენ ვალდებულებას:
5.1.1	არ გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების შესრულების პროცესში და მხარეთა ორგანიზაციული ინტერესებიდან გამომდინარე წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.  ასევე პარტნიორი კისრულობს ვალდებულებას, არ გაამჟღავნოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
5.1.2	არ დაშალონ, განაცალკევონ, გადააწყონ, გადაამუშავონ ან სხვაგვარად გადააკეთონ კონფიდენციალური ან/და საიდუმლო ინფორმაცია.
5.1.3	მოუარონ და დაიცვან კონფიდენციალური ან/და საიდუმლო ინფორმაცია და უზრუნველყონ ყველა  ქმედების განხორციელება გამჟღავნებისაგან თავის ასაცილებლად.
5.1.4	დაუყოვნებლივ შეატყობინონ ერთმანეთს კონფიდენციალური ან/და სხვა საიდუმლო ინფორმაციის  ნებისმიერი უნებართვო გამოყენების ან/და გამჟღავნების აღმოჩენის შესახებ და მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა კონფიდენციალურობის ან/და საიდუმლოების აღდგენის, უნებართვო გამოყენების გაგრძელებისა და წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის აღსაკვეთად.
5.2.	კონფიდენციალური ან/და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულება წარმოეშობათ მხარეებს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტიდან და მოქმედებს უვადოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად.
5.3.	თუ მოქმედი კანონმდებლობის სავალდებულო წესით მხარეს მოეთხოვება კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება,  ვალდებულია გადაუდებლად შეატყობინოს  მეორე მხარეს ამის შესახებ და მისცეს შესაძლებლობა გაასაჩივროს (გააპროტესტოს) აღნიშნული გამჟღავნების გადაწყვეტილება, ან სხვაგვარად დაიცვას თავი გამჟღავნების უარყოფითი შედეგებისგან. იმ შემთხვევაში, როდესაც გამჟღავნების მოთხოვნისგან იურიდიულად დაცვა შეუძლებელია, მხარე ვალდებულია გაამჟღავნოს ინფორმაციის მხოლოდ ის ნაწილი და იმ მოცულობით, რა ფარგლებშიც სავალდებულოდ არის იგი მოთხოვნილი ხელისუფლების/სახელმწიფო შესაბამისი ორგანოს მიერ.


6.	მხარეთა პასუხისმგებლობა და გარანტიები
6.1.	პარტნიორი კისრულობს ვალდებულებას შეინახოს და დაიცვას მომხმარებლისა და კომპანიის მიერ გადაცემული მონაცემები/ინფორმაცია და გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
6.2.	მხარის მიერ ამ ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისას ან/და არაჯეროვანი შესრულებისას, რამაც გამოიწვია მეორე მხარის მატერიალრი ან/და არამატერიალური ხასიათის ზიანი, ანიჭებს მეორე მხარეს უფლებამოსილებას მოსთხოვოს მხარეს ასეთი ზიანის ანაზღაურება ან/და ჯარიმის გადახდა.
6.3.	მესამე პირებთან ურთიერთობებში არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება იმოქმედოს  მეორე  მხარის  სახელით;
6.4.	მხარეები საქმიანობას წარმართავენ პარტნიორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებზე  დაყრდნობით.
6.5.	კომპანიის ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების (მათ შორის სახელის, სასაქონლო ნიშნის, გამოგონების, დიზაინის და სხვა) უნებართვოდ გამოყენებისას, კომპანია უფლებამოსილია ასეთი დარღვევისათვის მოსთხოვოს პარტნიორს მინიმუმ 1 000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა.
6.6.	მხარეთა შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მომსახურების გაწევა გამოიწვევს მომხმარებლის ან/და ნებისმიერი პირის კანონიერი უფლების შელახვას, ან/და გაწეული მომსახურება ვერ აკმაყოფილებს შეთანხმებულ/საყოველთაოდ აღიარებულ პირობებს და მესამე პირი ან/და მომხმარებელი აღნიშნულთან დაკავშირებით გამოთქვამს პრეტენზიას, ყველა ასეთ დავაზე/პრეტენზიაზე მოპასუხე მხარე უნდა იყოს პარტნიორი და გადაწყვეტილი უნდა იქნას კომპანიისგან დამოუკიდებლად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დავა/პრეტენზია გამოიწვევს კომპანიის რეპუტაციის შელახვას ან რაიმე სხვა არამატერიალური ხასიათის ზიანს, კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ცალმხრივად ან/და მოსთხოვოს პარტნიორს ჯარიმის გადახდა, კომპანიის მოთხოვნით განსაზღვრული ოდენობითა და ვადაში.

7.	ინტელექტუალური საკუთრება
7.1.	ხელშეკრულება არ მოიცავს მხარეთა ინტელექტუალური საკუთრების ერთმანეთისათვის საკუთრებაში გადაცემას.
7.2.	მხარეები უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ერთმანეთის ინტელექტუალური საკუთრება, მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მართლზომიერად განხორციელებისათვის და ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.
7.3.	მხარეების ერთმანეთის ინტელექტუალური საკუთრების ისეთი გამოყენებისას, რომელიც არ ემსახურება ამ ხელშეკრულების მიზნების მართლზომიერ განხორციელებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აუნაზღაურებს მხარეს ასეთი გამოყენებით მიყენებულ ზიანს.
7.4.	მხარეები იღებენ გარანტიას, რომ მათ მესამე პირების ქონება, სახელი, გამოსახულება, ინტელექტუალური საკუთრება თუ სხვა უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებული აქვთ კანონიერად, მესამე პირებისგან წერილობითი თანხმობის საფუძველზე და ნებისმიერი პრეტენზიისას, რომელსაც მესამე პირი გამოთქვამს ამ უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე უნდა იყოს თავად ის მხარე, მეორე მხარისგან დამოუკიდებლად.



8.	ჯეოსელის პოლიტიკა
8.1.	პარტნიორი აცხადებს, იძლევა გარანტიას და ადასტურებს რომ:
8.1.1.	მისთვის ცნობილია “ჯეოსელის“ ანტიკორუფციული პოლიტიკა, რომელიც მკაცრად კრძალავს როგორც მისი, ასევე მონათესავე საწარმოს დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ),  ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების, სარგებელის ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
8.1.2.	პარტნიორს (მათ შორის არც მის დირექტორს, უფლებამოსილ პირს, წარმომადგენელს, თანამშრომელს ან სხვა პერსონალს) ან მასთან დაკავშირებულ პირს ან/და მის მონათესავე საწარმოს:
8.1.2.1.	ჯეოსელთან დაკავშირებული არცერთი ხელშეკრულების გაფორმებისას, პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია, არ მიუღია, არ ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს, ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული საკომისიო, ქრთამი, სასყიდელი ან/და ანაზღაურება
8.1.2.2.	„შეთანხმების“/“ხელშეკრულების“ (ფარული შეთანხმების ჩათვლით) დასადებად არ განუხორციელებია ისეთი ქმედება, რომლის მიზანია, მათ შორის, ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა ან/და ჯეოსელის დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი მონათესავე საწარმოს ქმედებებზე ზეგავლენა ან/და რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ ან/და ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან/და სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში.
8.2.	„ჯეოსელის“ ანტიკორუფციული პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს როგორც ამ, ისე ჯეოსელთან აქამდე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების შეწყვეტას ამასთან, ამგვარი შეწყვეტა არ გამორიცხავს კომპანიის ან/და მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მონათესავე საწარმოს პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. (მათ შორის,  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
8.3.	აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების ან/და ჯეოსელთან აქამდე გაფორმებული ყველა სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ასეთი ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
8.4.	პარტნიორი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ჯეოსელს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.
8.5.	მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ ჯეოსელი მხოლოდ მხარის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს როგორც ამ ხელშეკრულებას, ისე მხარესთან გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ს.

9.	მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
9.1.	წინამდებარე “ხელშეკრულება” რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2.	ამ ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავენ სასამართლოს.

გსურთ მიიღოთ
საუკეთესო შეთავაზებები?